07
Aug
10

“პირდაპირი მოქმედება – საქართველოს” განცხადება ქ.ხიმკიში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

“პირდაპირი მოქმედება – საქართველოს”განცხადება

ქ.ხიმკიში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

2010 წლის ივლისში ქ.ხიმკის მიდამოებში, ქალაქის მცხოვრებლების და ანტიფაშისტური მოძრაობის აქტივისტების მიერ ტარდებოდა ხიმკის ტყის დაცვის კამპანია. აღნიშნული ტყე იჩეხებოდა ავტომაგისტრალის აშენების მიზნით. კამპანიის პროცესში მისი მონაწილეები არაერთხელ გახდნენ მემარჯვენე რადიკალური დაჯგუფებების და ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების თავდასხმების მსხვერპლი. ეკოლოგების მიერ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან აპელირების მშვიდობინმა მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღეს. ხელისუფლება იგნორირებდა  ხიმკის მოსახლეობის ყველა ლეგალურ მოთხოვნას ტყის მასივის გაჩეხვის შეჩერების თაობაზე. ასეთ პირობებში 2010 წ. 28 ივლის მემარცხენე რადიკალური ახალგაზრდობის რამდენიმე ასეულმა აქტივისტმა მიიტანა იერიში ქ.ხიმკის ადმინისტრაციის შენობაზე. თავდასხმის შედეგად შენობაში დაზიანდნენ ფანჯრები, კედლებზე დარჩნენ ტყის გაჩეხვის საწინააღმდეგო წარწერები. უკვე რამდენიმე დღეში მოსკოვში დაიწყო ანტიფაშიტური მოძრაობის ლიდერების და აქტივისტების მიზანმიმართული დაპატიმრებების სერია. ორ მათგანს, კერძოდ ალექსეი გასკაროვს და მაქსიმ სოლოპოვს სასამართლო ელის.

“პირდაპირი მოქმედება – საქართველო” მხარს უჭერს ეკოლოგიურ მოძრაობას მთლიანობაში, მხარს უჭერს ხიმკის ტყის დაცვისთვის ბრძოლას, აღნიშნავს რუსეთის მემარცხენეების თვითორგანიზების მაღალ დონეს რომელმაც მისცა მათ შესაძლებლობა განეხორციელებინათ ისეთი მასშტაბური აქცია როგორიც არის იერიში ქალაქის ადმინისტრაციაზე. ამავე დროს ჩვენ არ შეგვიძლია დავხუჭოთ თვალები 28 ივლისის მოვლენების უარყოფით მხარეებზე.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ ლოზუნგს “დავიცვათ რუსული ტყე” რაც მათი სურვილის საწინააღმდეგოდ იქნა აღთქმული როგორც ნაციონალისტური, დამკვირვებლების უმრავლესობის მიერ. თანამედროვე რუსეთის კონკრეტულ პირობებში, როდესაც აშკარაა ნაციონალიზმის და სახელმწიფო პატრიოტიზმის შემზარავი ზრდა, ასეთი ლოზუნგი ვერ იქნებოდა სხვანაირად აღთქმული. ისეთი ლოზუნგების გამოყენებას რომლებიც მტკიცედ ასოცირდებიან საზოგადოების თვალში ნაციონალიზმთან და მემარჯვენე რადიკალურ მოძრაობასთან უპირველეს ყოვლისა შედეგად მოაქვს ქსენოფობიის და შოვინიზმის ზრდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ:

– ვუცხადებთ სოლიდარობას რეპრესირებულ აქთივისტებს, უპირველეს ყოვლისა ალექსეი გასკაროვს და მაქსიმ სოლოპოვს.

– 2010 წლის 28 ივლისს მომხდარში ბრალს ვდებთ სახელმწიფო ორგანოებს რომლებმაც საკუთარი უმოქმედობით და მოქმედებებით მოახდინეს თავდასხმის პროვოცირება.

– მოვუწოდებთ რუს ამხანაგებს მეტი პასუხისმგებლობით და ყურადღებით მოეკიდონ ლოზუნგებს და განცხადედებს რომლებიც მათ აქციებს ახლავს, იმისთვის რომ უნებლიედ არ იქცნენ ნაციონალიზმის მხარდამჭერებად და შეინარჩუნონ მტკიცე ინტერნაციონალური პრინციპები.

<პირდაპირი მოქმედება – საქართველო>

07.08.10


0 Responses to ““პირდაპირი მოქმედება – საქართველოს” განცხადება ქ.ხიმკიში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.”



  1. Leave a Comment

Leave a comment