07
Aug
10

განათლება ჩაგვრის წინააღმდეგ

გოდვინი : განათლება ჩაგვრის წინააღმდეგ

იმ დროიდან მოყოლებული რაც არსებობს ნაციონალური განათლების სისტემა, არსებობს მუდმივი ოპოზიცია, რომელიც მთელ რიგ პრობლემებზე საუბრობდა და საუბრობს. ჯერ კიდევ ადრეული პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ამგვარი სწავლების იყო უილიამ გოდვინი, რომელმაც 1793 წელს დაწერა ,, კვლევა პოლიტიკურ სამართლიანობაზე’’ Enquiry concerning Political Justice, and its Influence on General Virtue and Happiness (1793), რომელიც გახდა პირველი თანამედროვე ანარქისტული შეტევა სახელმწიფო სისტემაზე.
ადამიანისთვის, რომელმაც ორი რევოლუცია გადაიტანა (ფრანგული – 1789-99წლებში და ამერიკული 1776 ბოლოდან), არ ჰქონდა მართველობის რომელი ფორმა იქნებოდა ქვეყანაში, ამიტომ მან დაიწყო მართველობის ყველა ფორმასთან აქტიური ბრძოლა. ის მიიჩნევდა, რომ საზოგადოების ფორმირებაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს – განათლება და მთავრობა(მართველობის სხვადასხვა ფორმებით). აქედან გამომდინარე გოდვინის აზრით ყველაზე დიდი იარაღი, რომელიც ადამიანების ხელში რჩებოდა იყო/არის თავისუფალი განათლება, რომლის გატარება უნდა დაიწყოს არა უნივერსიტეტიდან, არამედ სკოლიდან! ის ამტკიცებდა, რომ წარმატებული რეფორმა სკოლაში საწინდარი იყო ნებისმიერი თავისუფალი რეფორმის წარამტების საწინდარი, ამ სახის ცვლილებები უნდა მომხდარიიყო კომპლექსურად. ამრიგად არ მოხდებოდა გაუცხოება სასკოლო სივრციდან საუნივერსიტეტო სივრცეში გადასვლის დროს.
პირველი ანარქისტი მწერალი, დარწმუნებული იყო, რომ სამართლიანი საზოგადოება შეიძლება იყოს შედეგი იმ ადამიანების პრაქტიკის, რომელნიც აზროვნებენ თავისუფლად და პოულობენ თავისუფალი განვითარებისთვის გზებს (ერთ-ერთი პირველი კლასიკური იდეა ანარქიზმის – აზროვნება=თავისუფლება). გოდვინი მიიჩნევდა, რომ სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსტიტუცია თუ სხვა სახის კანონები მხოლოდამხოლოდ აფერხებს თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებას და ახდენს ყველა იმ გზის ბლოკირებას რომელიც თვითრეორგანიზაციის და თანასწორუფლებიანი საზოგადოების ჩამოყალიებებას უწყობს ხელს. მისი აზრით ადამიანთა უმრავლესობა ბუნებრივად, ყველანაირი კანონების გარეშე არჩევს რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება, აქედან გამომდინარე ქცევის წესები რომელიც ბურჟუაზიის მიერ იქნა შექმნილი მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებაა და საზოგადოების სოციალური ფენების ცვლილებისკენ მიმართული კიდევ ერთი გზა.
როდესაც უილიამ გოდვინმა, კრიტიკული იდეების წარმოდგენა დაიწყო, იმ დროისთვის სახელმწიფოს მიერ შემოთვაზებული საგანმანათებლო იდეა უალტერნატივოდ
და ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულად ითვლებოდა. მისი ცოლიც კი მერი უოლსტონკრაფტი პროტო-ფემინისტი, მხარს უჭერდა სახელმწიფოს საგანმანათლებლო იდეას, როგორც საშუალებას გენდურული თანასწორებისთვის. გოდვინის საფუძვლიანი შეშფოთება 19 საუკუნის ბოლოს ,,აღსრულდა’’, როდესაც სკოლაში დაიწყო იერარქიული დაყოფა ინდივიდების, როგორც მართველების და მათი მსახურების, რომელიც დაკავშირებული იყო ინდუსტრიული ეკონომიკის განვითარებასთან.

ფერერი: პარაზიტების მმართველობა სკოლაში!
ამ დროს ჩვენ ვაწყდებით პირველ ნამდვილ ალტერნატივას სახელმწიფო განათლების. მაშ ასე, 1901 წელს, ბარსელონაში ანარქისტ ფრანცისკო ფერერის მიერ იქნა დაარსებული ,,თანამედროვე სკოლა’’. 1909 წელს, ექსპერიმენტატორი-პედაგოგი, ესპანეთის მთავრობამ დაადანაშაულა აჯანყების მომზადებაში და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ამ ფაქტმა ფერერს ძალიან დიდი აღიარება მოუტანა როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში. თუმცა მისმა თანამედროვე სკოლამ მხოლოდ ხუთი წელი იარსება, მაგრამ მიუხედავად ამისა მის მიერ განვითარებული პროგრესული იდეები არ დაგაკარგულა, არამედ გახდა ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალა რომელიც შემდგომ შეიქმნა ევროპასა და ა.შ.შ.-სი,

ფერერი მთლიანად იზიარებდა გოდვინის იდეებს, მის ნაკვალევზე მანაც დაიწყო პოლიტიკური ანალიზი არსებული სისტემის და მართველობის. ერთ-ერთ ნაშრომში ის წერს : არავინ ისე კარგად არ აცნობიერებს იმას, რომ მათი ძალაუფლება მთლიანად არის დამყარებული მათ მიერ ,,რეფორმირებულ’’ სკოლაზე’’. ინდუსტრიალიზაციის ზრდასთან ერთად 19 საუკუნეში, სკოლები განსხვავებულად განვითარდნენ, მაგრამ ამის მიზეზი არ იყო მთავრობების მიერ გატარებული ,,რეფორმები’’ , არამედ მე-19 საუკუნეში მეტ-წილად დაიწყო პოლიტიკური ამინდის შეცვლა, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა მთელი რიგი სიახლეები ეკონომიკაში და ა.შ., აქედან გამომდინარე ცვლილებები აუცილებელი იყო. თუმცა იმ ,,რეფორმებმა’’ რომლებიც გატარებულ იქნა იმ პერიოდში, გამოწივია კლასობრივი უთანასწორობა და სოციალური ატომიზაცია.
ფერერი შეუძლებლად თვლიდა, რომ მთავრობა საკუთარი სურვილით გაატარებდა ისეთ რეფორმას და შექმნიდა ისეთ სისტემას, რომელიც მიზან მიმართული იქნებოდა საზოგადოების რადიკალური ცვლილებებისკენ. ამიტომ წარმოუდგენელია გვჯეროდეს, რომ სანქცირებული განათლების სისტემა შემოთვაზებული სახელწმიფოს მიერ, გაანადგურებს კლასობრივ უთანასწორობას და შექმნის თანასწორუფლებიან საზოგადოებას. ფერერი მიიჩნევდა, რომ განათლების სისტემის ავტორიტარიზმის შედეგად, მომავალში შეიძლება დაბალი ფენის წარმომადგენლებს დაეკარგათ ყველანაირი სურვილი განათლების მიღების ან უარესს შემთხვევაში სისტემის მიერ ,,რეფორმის’’ შემდგომ, ისინი ბურჟუაზიის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაეთანხმებოდნენ. ამრიგად სახემწიფოს ეყოლებოდა მისთვის სასრუველი მოქალაქეები, რომელნიც ეკონომიკურ-პოლიტიკურ ცვლილელებს ,,გაგებით’’ მოეკიდებოდნენ და ეს მიიყვანდა საზოგადოებას აბსოლუტურ ტოტალიტარულ მმართველობამდე.
ფერერის საფუძვლიანი ეჭვი მალევე აღსრულდა რეალობაში. მაგალითად, ნაცისტურ გერმანიაში სკოლას მთლიანად აკონტროლებდა სახელწმიფო და მიზანმიმართულად ხდებოდა ნაცისტური პროპაგანდის სწავლება. მესამე რაიხის დროს მთელი აქცენტი იყო გადატანილი გერმანიის ისტორიასა და ლიტერატურა. 6წლიდან რასობრივი ბიოლოგიის კურსი იწყებოდა. 5 საათიანი ფიზ-მომზადების ძირითადი მიზანი იყო მოემზადებინა ბრძოლისუნარიანი მოზარდები შემდგომი ომებისთვის და მათივე აზრით, სწორედ ასეთებს შეეძლოთ არიული სისხლის დაცვა. რათქმაუნდა ეს მხოლოდ ფორმებია, თუმცა გოდვინი და ფერერი ამაზე დიდი ხნის წინ საუბრობდნენ, ერთგვარად ეს ის კვანძი რომელიც ჯერ-ჯერობით ლოგიკურ დასასრულამდე არ მისულა.

ლიბერტარულად განვითარებული საზოგადოება

ილიჩისთვის დიდი მნიშვნელობა შეიძინა ,,გადარჩენის ერთობლივმა’’ კონცეფციამ და განათლების მიღების სპეციფიკურმა მეთოდიკამ, სკოლის ავლით, საზოგადოების დახმარებით. ასეთ პრაქტიკულ რჩევებზე დაყრდნობით ის გამოსავალს ხედავდა ურთიერთდახმარების ინსტიტუტების გაძლიერებაზე. განათლებულ საზოგადოებას მუდამ გააჩნია რესურსურსი, რომ განავითაროს შმედეგი სტრქუტურები:

• ინფორმაციული ცენტრი – ეს იგივეა რაც ბიბლეოთეკა ყველაზე ფართო გაგებით, რომელიც შეიცვას წიგნებს და ყველა საშუალებას ინფორმაციის მიღებისთვის, ასევე გზა მკვლევი სხვადასხვა საკითხებში და ნებისმიერ კომუნალური ტიპის საქმიანობაზე.

• განათლების ცენტრი/პროფდარეგისტირება – ამ ცენტრში რეგისტრირდებიან პროფილური განათლების მქონე პირები (მანქანათმშენებლობა, აგურის დაგება, ისტორიის ცოდნა და ა.შ) ამის შემდგომ დაინტერესებული პირი თავისით იპოვის სასურველ მასწავლებელს.

• შეიძლება არსებობდეს ხელობის შემსწავლელი ან დონის ასამაღლებელი კურსები, მაგრამ ეს კურსი ვერ ჩაითვლება ძირითადად პრაქტიკული ცოდნის ჩარჩოებში. თუმცა სწავლების სამოქმედო გეგმა მთლიანდ იქნება დამოკიდებული ,,მოსწავლეების’’ სურვილზე.

• მაქსიმალურად უზრუნველყოფა კომპიუტერული სისტემის და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების. დაინტერესებულ პირებს ექნებათ საშუალება იპოვონ თანამოაზრეები, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი, გამოსცენ ჟურნალები, გაზეთები ან ბუკლეტები თავიანთი ინტერესის სფეროების მიხედვით.

ამ ტიპის განათლება პირდაპირ არის დაფუძნებული თავისულ არჩევანზე და არა კლასობრივ-იერარქიულ სისტემაზე. 20 საუკუნის ბოლო წლებიდან, ჩვენ ვადევნებთ თვალს ბავშვებში საპირისპირო მოთხოვნილებების ზრდას, რომელიც საერთოდ არ უნდა შეესაბამებოდეს მათ ასაკს. მაღალ ტექნოლოგიურმა განვითარებამ, სისტემის ავტომატიზაციამ გამოიწვია ის რომ ე.წ. მოზარდთა შრომა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამასთანავე ამგვარი ტიპის დასაქმება იწვევს ხელფასის დაწევას და სულ უფრო და უფრო ღრმა ტრანსისში აგდებს უმუშევრებს ისინი ამბობენ რომ ამგვარი განვითარებით ახალგაზრდები მთლიანად დაივიწყებენ განათლებას და დაიწყებებ ვიწრო პროფილურ განვითარებას, შემდგომ კი სწავლა პრივილეგია გახდება მხოლოდამხოლოდ ბურჟუაზიისთვის. თავის დროზე ხელოვნურად აწეული სკოლის დამთავრების ასაკი და სტუნდენტების რაოდენობა, არის კიდევ ერთი ცდა კაპიტალიზმის, რომ კიდევ უფრო მეტად გაართულოს მდგომარეობა ძალზედ გართულებულ სისტემაში. მაგრამ მოზარდების დიდი რაოდენობა ხვდება რომ განათლების გარეშე, 15 – 16 წლის ასაკის შემდგომ არსბეული ეკონომიკური ფორმაციას ისინი აღარ სჭირდება, ისინი ვეღარ იპოვიან ისეთ ადგილს საზოგადოებაში როგორც ეს 30-20 ან მეტი წლის წინ ხდებოდა.
მათთვის ვინც მუშაობს – ამბობდა ფრეირე – მაღალ ტექნოლოგიური განვითარება გახდება კიდევ უფრო ვიწროპროფილური, იმდენად ვიწრო რომ ადამიანებს სურვილი არ ექნებათ ფიქრის, არც შესაძლებლობა და არც დრო. ჩვენს თვალწინ იქმნება ისეთი საზოგადოება, სადაც თავისუფლად განვითარება კიდევ უფრო მეტად რთული ხდება. იგივე ფრეირეს სიტყვები – ,, მათ არ სჭირდებათ, როგორ შეიძლება გამოვიდნენ კრიტიკული მდგომარეობიდან ან როგორ შეიძლება მოიქცნენ ამათუ იმ სიტუაციაშია, მათ ყოველთვის ჰყავთ ისეთი ხელმძღვანელები, რომლებიც თავისით იპოვიან პასუხს ა თუ ბ. ადამიანებმა გვერდზე გადადეს თავისუფალი აზროვნება, ტექნიკური განვითარების და განათლების გამო.

ფრეირმა გააკეთა აქცენტი ე.წ. პრობლემურ სწავლებაზე, რომელიც ინტერპრეტირბულ იქნა როგორც რევოლუციური მომავალი. ,,შევიწროებულ(?) მასწავლებლთა’’ პედაგოგიკაში ის წერს : პრობლმეური სწავლება უნდა იქნეს საწინდარი იმისა, რომ საზოგადოებამ დაიწყოს მოვლენების განსხვავებული და კრიტიკული აღქმა. ეს უნდა იყოს დაფუძნებული პროგრესსზე, ოღონდ არა ისეთზე როგორსაც სახელმწიფო გვთავაზობს არამედ ისეთზე რომელიც რეალურად საზოგადოებას სჭირდება. განათლება უნდა იყო ის სფერო, რომელიც უნდა ვითარდებოდეს საზოგადოების მოთხოვნილებების საფუძველზე. ასეთი განათლება ნათელს გახდის ვის რა და როგორ სჭირდება.

დღევანდელ საზოგადოებაში განათლების გაიგივება ხდება სკოლასთან, მაგრამ მრავალი მოაზროვნე თვლიდა და თვლის რომ დღევანდელი სკოლა არის ძალაუფლების, ავტორიტარიზმის გამოვლინება აქედან გამომდინარე, განათლება სკოლის გარეშე წარმოუდგენელი არ არის, ეს შეიძლეაბ მოხდეს ! ანარქიულ საზოგადოებაში!

Direct Action – Georgia.

Advertisements
07
Aug
10

ლიბეტარული პედაგოგიკა

ლიბეტარული პედაგოგიკა

ბევრს მიაჩნია რომ განათლება საზოგადებრივი ცხოვრებისგან დამოუკიდებელი სფეროა. გავრცელებულია აზრი რომ სასწავლო დაწესებულება ავტონომიურია იმ გაგებით რომ არავის აქვს უფლება ჩაერიოს მის შიდა ცხოვრებაში, სასწავლებელს კი არ ეხება არაფერი რაც მის კედლებს გარეთ ხდება, რომ სასწავლებელი ის ადგილია სადაც ურთიერთობები პედაგოგსა და სტდუდენტს შორის ურთიერთ პატივისცემაზე და ერთმანეთის ინტერესების გათავალისწინებაზეა დაფუძნებული. ეს ყველაფერი გულუბრყვილობა ან სიცრუეა.

სახელმწიფო და მმართველი სოციალური ჯგუფები ყოველთვის იყენებდნენ განათლებას საკუთარი პრივილეგიების შენარჩუნებისთვის. ყველაზე ადრეული ასაკიდან ისინი ასწავლიან ბავშვებს მორჩილებას და ქცევის არასოლიდარულ და კონკურენტულ ფორმებს. სახელმწიფო აკონტროლებს განათლების ყველა პროცესს რადგან ესმით რომ განათლება მსვენიერი საშუალებაა არსებული სისტემის შენარჩუნებისთვის.

საბოლოო ჯამში სახელმწიფო იყენებს განათლებას როგორც კონტროლის კიდევ ერთ იარაღს. მიმღებ გამოცდებს გააჩნიათ მხოლოდ ერთი მიზანი: დაყონ ადამიანები იმათზე ვინც ფასეულობას წარმოადგენს და ვინც ფასეულობას არ წარმოადგენს.
გამოცდა, სასჯელი, ჯილდო – ასეთია თანამედროვე სასწავლებლის რეგლამენტაციის მთავარი შემადგენელი ნაწილები. ჩვენ გვაიძულებენ დავიჯეროთ რომ ეს რეგლამენტაცია აუცილებელია რადგან ნებისმიერი სხვა მეთოდი შეუძლბელია. სასწავლებელი სახელმწიფოს იდეოლოგიური აპარატია. სასწავლებლის შიგნით მოქმედებს კაპ. სისტემით წარმოშობილი უსამართლო და უთანასწორო ურთიერთობები. ჩვენთვის ნათელია პირდაპირი კავშრი განათლებისა და კაპიტალისტურ ეკონომიკურ სისტემებს შორის. ეს კავშირი როგორც უკვე ვიძახდით უზრუნველყობს სასწავლებლის ფუნქციონირების არსებულ ფორმებს და მათ გადასვლას ყოველდღიური ცხოვრების და მუშაობის სფეროებში.

განათლება ინდუსტრიის ერთ ერთ მიმართულებად იქცა. თვალში საცემია თუ როგორ ჰგავს სასწავლო დაწესებულება ნებისმიერ ქარხანას. მაღალი კედლით გარშემორტყმული ერთნაირი ნაცრისფერი შენობები. სასწავლებლის შიდა ვითარება ზუსტად ემთხვევა შრომის ბაზრის სიტუაციას სადაც მშრომელები (სტუდეტები) ასრულებენ მხოლოდ იმას რასაც უბრძანებენ და მოთმენით იღებენ ავტორიტარულ ნორმებს და ურთიერთობებს. სასწავლებელში მისული ახალგაზრდები ითვისებენ იმ ნორმებს და ფასეულობებს რომლებიც ასწავლიან მათ მორჩილი მოსწავლეებს ფუნქციების შესრულებას. ამ როლის გაგრძელებაა მათი მოქმედებები სამუშაო ადგილებზე. ისინი სწრაფად სწავლობენ პუნქტუალურობას, მორჩილებას და ბრძანებების უსიტყვოდ შესრულებას.

ერთადერთი განსხვავება სასწავლებელსა და ქარხანას შორის – სურსათი და დამზადებული პროდუქციაა. სუსრსათი – ახალგაზრდები რომლებიც ყოველწლიურად მიდიან სასწავლებლებში ისევე როგორც ქარხანაში ხდება სურსათის მარაგის შევსება. შემდგომ ეტაპზე, გადამუშავების რამდენიმე წლის შედეგად სტუდენტს აქცევენ სამუშაო ადგილზე გასაყიდად გამზადებულ პროდუქტად. გადამუშავების პროცესში სტუდენტი ითვისებს თუ რა ადგილი უნდა დაიკავოს წარმოებით იერარქიაში. შესაბამისად გამზადებული პროდუქტი – დიპლომის მქონე სტუდენტია. სასწავლებელი ქმნის პროდუქტს რომელსაც თავის მხრივ წარმოება შეუძლია, ჯერ კიდევ არაწარმოებითი სტუდენტი უკვე რენტაბელურია სახელმწფოსთვის.

მეორეს მხრივ შეგვიძლია ვიხილოთ როგორ ბადებს თანამედროვე სასწავლებელი შრომის იერარქიულ განაწილებას. არსებული განათლების პირობებში ყოველ ინდივიდს გააჩნია სხვდა და სხვა კვალიფიკაციური მარკის შეძენის ტენდენცია, მარკის რომელიც მისცემს სტუდენტს გარკვეულ ადგილს წარმოებით იერარქიაში.
რაც უფრო დიდი ხანი გრძელდება სტუდენტის გადამუშავების პროცესი საგანმანათლებლო ჯაჭვში მით უფრო დიდ ფასეულობას იძენს იგი შემდგომში. ამიტომ ისინი ვისაც მაღალი წოდება და სხვა და სხვა დიპლომები გააჩნია ასრულებენ იმ სამსახურს რომელიც აძლევს მათ შესაძლებლობას იბატონონ ნაკლებად გადამუშავებულ ადამიანებზე.

თანამედროვე განათლების სისტემის აუცილებელი შემადგენელია ცხრილები, გაწერილი პროგრამები და ა.შ. ცხრილი აუცილებელია შესრულებისთვის; ყველაფერი გაწერილია და დაგეგმილი. ასეთ საგანმანათლებლო ციხეებში გრძელადიანი ყოფნის შედეგია ის ფაკტი რომ უმრავვლესობა ვერ აცნობიერებს რომ ეს ყველაფერი ერთი ექსპლუატაციური სისტემის შემადგენელი ნაწილია.

არსებული სისტემა გადასარევად არის აწყობილი. ადმინსტრაცია გასცემს ბრძანებებს, ლექტორები და სტუდენტები ამ ბრძანებებს ასრულებენ.

რა არის ლიბერტარული პედაგოგიკა?

ლიბერტარული პედაგოგიკა გვაძლევს სრულიად სხვა წარმოდგენას განათლებაზე.

სიტყვა <თვითმართველოვება> ნიშნავს რომ ყოველი ადამიანი თვითონ მართავს საკუთარ თავს. სხვა ნაირად რომ ვთქვათ ყოველი ინდივიდი ნებისმიერი გარე ჩარევის გარეშე წყვეტს, ირჩევს, და ასახელებს იმას რაც აინტერესებს.

ლიბერტარული განათლების ხერხემალი – სრული ინდივიდუალური თავისუფლებაა.

სწორედ ამ პრინციპის გამო ლიბერტარულ პედაგოგიკას ხშირად აკრიტიკებენ. მაგრამ ამ შემთხევაში კრიტიკა ბანალური უვიცობით არის გამოწვეული. ბევრი თვლის რომ თავისუფლება გამოიხატება ფრაზაში “რაც გინდა ის გააკეთე”.
ჩვენი აზრით, იყო თავისუფალი ნიშნავს – გაიაზრო მიღებული ინფორმაცია, აირჩიო ის რაც უკეთესია შენთვის, არ მოექცე კონტროლის ქვეშ.

თავისუფალი გაათლება დაფუძნებულია შემდეგ პრინციპებზე:

1) სრული ინდივიდუალური თავისუფლება.

2) დისკუსია/დიალოგი როგორც ცოდნის მიღების საშუალება.

3) იძულების არ არსებობა როგორც თავისუფლების წყარო.

4) გამოცდების, კონკურსების, კონქურენციის არ არსებობა. სასჯელის და ჯილდოს ტრადიციული კრიტერიუმების ლიკვიდაცია.

სრული ინდივიდუალური თავისუფლება.

თავისუფალი განათლების მთავარი ბირთვი – თავისუფლებაა.
ესეთი განათლება მიმართულია ახალგაზრდებისგან ნებისმიერი ფიზიკური და დოგმატური ბატონომისგან თავისუფალი პიროვნების შექმნაზე.

აუცილებელია ხაზი გავუსვათ ავტრიტეტსა და თავისუფლებას შორის არსებულ წინააღმდეგობას.
ლიბ.პედაგოგების აზრით ავტორიტეტი არაფრის მიმცემია, მეტიც, უბიძგებს სტუდენტებს მიღონ სხვისი ფასეულობები იმის მაგივრად რომ ჩამოაყალიბონ საკუთარი.

ავტორიტარიზმს სასწავლებლისთვის არაფერი კარგის მოტანა არ შეუძლია და მხოლოდ ხელს აფერხებს სტუდენტის განვითარებას, ხელს უშლის მისი როგორც პიროვნების თვითრეალიზებას.

დისკუსია/დიალოგი როგორც ცოდნის მიღების საშუალება.

როგორც ცნობილია დიალოგის და დისკუსიის მეშვეობით ინდივიდი ადგენს კავშირს სხვა ადამიანებთან, იღებს და გასცემს ინფორმაციას (ცოდნას), ანვითარებს ყველა საკუთარ თვისებას და ნიჭს. ამიტომ აუცილებელია სასწავლებელში, ცოდნის მიღების პროცესში დისკუსიის/დიალოგის დამკვიდრება. დისკუსიის უმნიშვნელოვანესი ფაკტორი მდგომარეობს იმაში რომ სტუდენტი აქტიურად ჩართულია პროცესში, ღიად გამოხატავს საკუთარ აზრს, არ ერიდება საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოვლენა.

რაც უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია სტუდენტისთვის დისკუსია მით უფრო ინტენსიურად მიდის მსჯელობა.

გამოცდების, კონკურსების, კონკურენციის არ არსებობა. სასჯელის და ჯილდოს ტრადიციული კრიტერიუმების ლიკვიდაცია.

ლიბ.სასწავლებლებში არ არსებობს ტრადიციული გამოცდა. ეს საშუალება არანაირ შედეგს არ იძლევა. შეუძლებელია ერთმა გამოცდამ აჩვენოს ადამიანის შესაძლებლობები. არ შეიძლება დავივიწყოთ ის შიში, სტრესი და პრობლემები რომლებსაც განიცდიან სტუდენტები ან აბიტურიენტები გამოცდის დროს. გამოცდის შემდეგ კი მათ საკუთარი არასრულფასოვნების ან პირიქით დიდების შეგრძნება აქვთ მიღებული შეფასების გამო.

ლიბ. სასწავლებელში ყველაფერი კეთდება სტუდენტის ინტერესებში, ნებისმიერი ქმედება რომელიც არ შეესებამება ამ მიზანს, უარყოფილია როგორც პოზიტიური სწავლის ხელის შემშლელი ფაკტორი.

ნათელია რომ ასეთ სასწავლებელი არ არსებობს არც ჯილდო, არც სასჯელი. სასჯელი სტუდენტს შიშზე და ავტორიტეტზე დამოკიდებულს ხდის. პედაგოგებმა უარი უნდა თქვან ნებისმერი სახის მატერიალურ თუ მორალურ დასჯაზე.

ლიბ. პედაგოგიკა უარყობს ავტორიტარიზმს და ამიტომ კონკურენციის მაგირად მიმართულია ყოველი სტუდენტის ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებზე.

ქცევის მართვის მაგივრად – თავისუფლება და პასუხისმგებლობის განვითარება, სასჯელის მაგივრად – დიალოგი, გაწერილი პროგრამების მაგივრად – პიროვნების განვითარების რითმთან ადაპტირებული რაციონალური კულტურა და პრაქტიკა, დაზეპირების მაგივრად – ცოცხალი შემოქმედება, ცოდნის უაზრო დაგროვების მაგივრად ინტელექტის და და პიროვნების მრავლმხრივი განვითარება.

პედაგოგების მონაწილებობა არ ატარებს მართვით ხასიათს. ლექტორი არ უნდა კარნახობდეს საკუთარ ფასეულობებს, აზრებს, ხედვებს – მოსწავლე თვითონ უნდა მართავდეს საკუთარ თავს. პედაგოგის ფუნქციაა მიაწოდოს სტუდენტებს ინფორმაციას რომელიც მისცემს მათ საკუთარი პრობლემების გადაწყვეტის საშუალებას. ძალიან მნიშვნელოვანია რომ სტუდენტს შეუძლია დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს მიღებულ ინფორმაციას. აუცილებელია რომ ეს პროცესი იშლებოდეს ყველ ინდივდში რადგან ამის თავს მოხვევა თავის თავად აბსურდი იქნებოდა.

თავისუფალი სასწავლებლის მეთოდოლოგია.

ეს მეთოდოლოგია დაფუძნებულია თანამშრომლობაზე და ცენტრალური მმართველობის არ არსებობაზე. პროექტი ხორციელდება ერთობლივად და გულისხმობს თავისუფალი სვრცის არსებობას სადაც სტუდენტი თვითონ ირჩევს მისთვის მისაღებ საგნებს და პედაგოგებს. აქედან გამომდინარე პირველი გადაწყვეტილება რომელიც უნდა მიიღოს აბიტურიენტმა: რომელ ჯგუფს შეურთდეს. ჯგუფში წევრობას, კოლექტიური მუშაობიდან გამომდინარე მოყვება მოვალეობების და უფლებების შეძენა. თავისუფლება გულისხმობს პასუხისმგებლობას, რადგან პასუხისმგებლობის განვითარებსთვის საჭიროა დრო, ის უნდა წარმოიშვას შიგნიდან და არა გარედან იქნას დანერგილი. ეს იმას ნიშნავს რომ სტუდენტი უნდა მიეჩვიოს პასუხისმგებლობას და ავტონომიას, ეს ორი უკანასკნელი კი სულ უფრო კომპლექსური და ყოვლის მომცველი გახდება.

პასუხისმგებლობის განვითარება კოლექტიური მუშაობის გზით თვითმართველობის პრინციპების ნიადაგზე ხდება.

რაც შეეხება სწავლას, სტუდენტის განკარგულებაში უნდა იყოს ყველაზე ფართო და მდიდარი მასალა. თუ სტუდენტი კარგავს ინტერესს საჭიროა მასალის გაღრმავება მისი ცნობისმოყვარეობის გასაღვიძების მიზნით.

ლექტორი მოწოდებულია ინიციატივის, ძიების, დაინტერესების სტიმულირება მოახდინოს და ასევე ითანამშრომლოს სტუდენტებთან საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე.

განათლება შენდება გააზრებაზე, და არა დამახსოვრებაზე და დაზეპირებაზე.

ინტელექტუალურ განვითარებასთან ერთად ვითარდება თანამშრომლობა, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა, უერთიერთ დახმარება, სოლიდარობა.

ეს ყველაფერი აკავშირებს პირად და კოლექტიურ ინტერესებს, თავისუფლებას და პასუხისმგებლობას.

სარაგოსის ლიბერტარული ახალგაზრდობა.

პირდაპირი მოქმედებასაქართველო

07
Aug
10

“პირდაპირი მოქმედება – საქართველოს” განცხადება ქ.ხიმკიში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

“პირდაპირი მოქმედება – საქართველოს”განცხადება

ქ.ხიმკიში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

2010 წლის ივლისში ქ.ხიმკის მიდამოებში, ქალაქის მცხოვრებლების და ანტიფაშისტური მოძრაობის აქტივისტების მიერ ტარდებოდა ხიმკის ტყის დაცვის კამპანია. აღნიშნული ტყე იჩეხებოდა ავტომაგისტრალის აშენების მიზნით. კამპანიის პროცესში მისი მონაწილეები არაერთხელ გახდნენ მემარჯვენე რადიკალური დაჯგუფებების და ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების თავდასხმების მსხვერპლი. ეკოლოგების მიერ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან აპელირების მშვიდობინმა მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღეს. ხელისუფლება იგნორირებდა  ხიმკის მოსახლეობის ყველა ლეგალურ მოთხოვნას ტყის მასივის გაჩეხვის შეჩერების თაობაზე. ასეთ პირობებში 2010 წ. 28 ივლის მემარცხენე რადიკალური ახალგაზრდობის რამდენიმე ასეულმა აქტივისტმა მიიტანა იერიში ქ.ხიმკის ადმინისტრაციის შენობაზე. თავდასხმის შედეგად შენობაში დაზიანდნენ ფანჯრები, კედლებზე დარჩნენ ტყის გაჩეხვის საწინააღმდეგო წარწერები. უკვე რამდენიმე დღეში მოსკოვში დაიწყო ანტიფაშიტური მოძრაობის ლიდერების და აქტივისტების მიზანმიმართული დაპატიმრებების სერია. ორ მათგანს, კერძოდ ალექსეი გასკაროვს და მაქსიმ სოლოპოვს სასამართლო ელის.

“პირდაპირი მოქმედება – საქართველო” მხარს უჭერს ეკოლოგიურ მოძრაობას მთლიანობაში, მხარს უჭერს ხიმკის ტყის დაცვისთვის ბრძოლას, აღნიშნავს რუსეთის მემარცხენეების თვითორგანიზების მაღალ დონეს რომელმაც მისცა მათ შესაძლებლობა განეხორციელებინათ ისეთი მასშტაბური აქცია როგორიც არის იერიში ქალაქის ადმინისტრაციაზე. ამავე დროს ჩვენ არ შეგვიძლია დავხუჭოთ თვალები 28 ივლისის მოვლენების უარყოფით მხარეებზე.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ ლოზუნგს “დავიცვათ რუსული ტყე” რაც მათი სურვილის საწინააღმდეგოდ იქნა აღთქმული როგორც ნაციონალისტური, დამკვირვებლების უმრავლესობის მიერ. თანამედროვე რუსეთის კონკრეტულ პირობებში, როდესაც აშკარაა ნაციონალიზმის და სახელმწიფო პატრიოტიზმის შემზარავი ზრდა, ასეთი ლოზუნგი ვერ იქნებოდა სხვანაირად აღთქმული. ისეთი ლოზუნგების გამოყენებას რომლებიც მტკიცედ ასოცირდებიან საზოგადოების თვალში ნაციონალიზმთან და მემარჯვენე რადიკალურ მოძრაობასთან უპირველეს ყოვლისა შედეგად მოაქვს ქსენოფობიის და შოვინიზმის ზრდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ:

– ვუცხადებთ სოლიდარობას რეპრესირებულ აქთივისტებს, უპირველეს ყოვლისა ალექსეი გასკაროვს და მაქსიმ სოლოპოვს.

– 2010 წლის 28 ივლისს მომხდარში ბრალს ვდებთ სახელმწიფო ორგანოებს რომლებმაც საკუთარი უმოქმედობით და მოქმედებებით მოახდინეს თავდასხმის პროვოცირება.

– მოვუწოდებთ რუს ამხანაგებს მეტი პასუხისმგებლობით და ყურადღებით მოეკიდონ ლოზუნგებს და განცხადედებს რომლებიც მათ აქციებს ახლავს, იმისთვის რომ უნებლიედ არ იქცნენ ნაციონალიზმის მხარდამჭერებად და შეინარჩუნონ მტკიცე ინტერნაციონალური პრინციპები.

<პირდაპირი მოქმედება – საქართველო>

07.08.10

08
Jun
10

პირდაპირი მოქმედება-საინფორმაციო ფურცელი

მუდმივად მზარდი გადასახადი, მოძველებული და არაეფექტური განათლება, სოციალური უთანასწორობა, სოლიდარობის და ურთიერთდახმარების ინსტიტუტების განვითარების შეფერხება – ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელსაც სტუნდენტები თავიანთი საუნივერსიტეტო ცხოვრების განმავლობაში აწყდებიან. ეს რთული ვითარება გამოწვეულია ავტორიტარული განათლების სისტემით. ოფიციალური პროფკავშირები და სტუდენტური თვითმართველობის ორგანოები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს სტუდენტების ინტერესების დაცვის სფეროში და ვერ უზრუნველყოფენ სტუდენტების რეალურ მონაწილეობას სასწავლო პროცესში არსებული საკითხების გადაწყვეტაში, რადგან ხშირ შემთვევაში თვითონ იმყოფებიან სასწავლებლის ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ. არსებულ პირობებში, განათლების მიღების შესაძლებლობა ხდება სულ უფრო ნაკლებად მისაწვდომი საზოგადოების სოციალურად დაუცველი ფენებისთვის. სასწავლებლები ყურადღებას უთმობენ შემოსავლის მიღებას, და არა სტუდენტების დახმარებას ცოდნის გაღრმავებაში. ამასთანავე სწავლის პირობები და უნივერსიტეტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებენ. ხელისუფლება არ არის დაინტერესებული სასწავლო პროცესში რადიკალური, საფუძვლიანი ცვლილებების შეტანით. ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ მხოლოდ პერმანენტული რეფორმები, კოსმეტიკური ცვლილებები, რომლებიც არ წყვეტენ განათლებაში არსებულ პრობლემებს.
რთული ვითარების გაცნობიერება არ არის მხოლოდ საკმარისი, პრობლემის გააზრება, მხოლოდ პირველი ნაბიჯია. რა შეგვიძლია ჩვენ? არსებობს ორი გზა, ან შევეგუოთ არსებულ მდგომარეობას ან დავიწყოთ ბრძოლა არსებული სისტემის შესაცვლელად!
თავისუფალი პროფკავშირის (სინდიკატის) <<პირდაპირი მოქმედების>> მიზანია დამოუკიდებელი, ძირეული მოძრაობის შექმნა მოქმედებების კორდინაციის და ორგანიზების თავისუფალ, ჰორიზონტალურ პრინციპებზე. სინდიკატის მიზანი არის სასწავლო პროცესის რეგულირება სტუდენტურ-ლექტორული თვითმართველობის მიერ.
ჩვენი ვთვლით, რომ განათლება არ უნდა იყოს პრივილეგია!
რეალური ბრძოლა დღეს, რეალური თავისუფლება ხვალ!
თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა!
pirdapiri_moqmedeba@ua.fm
Facebook – პირდაპირი მოქმედება
31
May
10

პირდაპირი მოქმედების მანიფესტი

თანამედროვე განათლება.
საქართველოში განათლება ავტორიტარულია. განათლების სისტემა დაფუძნებულია კონკურენტული ბრძოლის და იერარქიის პრინციპებზე, რაც ბადებს სოციალურ ატომიზაციას და შესაბამისად იწვევს ურთიერთდახმარების და სოლიდარობის ინსტიტუტების განვითარების შეფერხებას. ასეთი ვითარება შეუძლებელს ხდის სტუდენტურ გარემოში თავისუფლების და თანასწორობის არსებობას.
“ოფიციალური” პროფკავშირები და სტუდენტური თვითმართველობის ორგანოები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს სტუდენტების ინტერესების დაცვის სფეროში და ვერ უზრუნველყოფენ სტუდენტების რეალურ მონაწილეობას სასწავლო პროცესში არსებული საკითხების გადაწყვეტაში, რადგან ხშირ შემთვევაში თვითონ იმყოფებიან სასწავლებლის ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ.
არსებულ პირობებში, როდესაც საბაზრო ურთიერთობები აქტიურად იმკვიდრებენ თავს განათლების სფეროში, განათლების მიღების შესაძლებლობა ხდება სულ უფრო ნაკლებად მისაწვდომი საზოგადოების სოციალურად დაუცველი ფენებისთვის. სასწავლებლები ყურადღებას უთმობენ შემოსავლის მიღებას, და არა სტუდენტების დახმარებას ცოდნის გაღრმავებაში. ამასთანავე სწავლის პირობები და უნივერსიტეტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებენ. ხელისუფლება არ არის დაინტერესებული სასწავლო პროცესში რადიკალური, საფუძვლიანი ცვლილებების შეტანით. ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ მხოლოდ პერმანენტული რეფორმები, კოსმეტიკური ცვლილებები, რომლებიც არ წყვეტენ განათლებაში არსებულ პრობლემებს.
ჩვენი ღრმა რწმენით, განათლების ხარისხის რეალური ამაღლება და არსებული პრობლემების გადაწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ თავისუფალი სტუდენტური მოძრაობის და განვითარებული სტუდენტურ-ლექტორული თვითმართველობის შედეგად. ჩვენ ვდგავართ ლიბერტარიანული (თავისუფალი) პედაგოგიკის პრინციპებზე.
მიზნები.
თავისუფალი პროფკავშირის (სინდიკატის) მიზანია დამოუკიდებელი სტუდენტური მოძრაობის შექმნა მოქმედებების კორდინაციის და ორგანიზების თავისუფალ, ჰორიზონტალურ პრინციპებზე. სინდიკატის მიზანი არის სასწავლო პროცესის რეგულირება სტუდენტურ-ლექტორული თვითმართველობის მიერ.
რადგან სასწავლო პროცესი საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს პიროვნების, და შესაბამისად მთლიანობაში საზოგადოების ფორმირებაზე, განათლების სისტემაში არსებული ავტორიტარული პრინციპები ღრმად უარყოფითად მოქმედებენ საზოგადოებრივ ურთიერთობებზე. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ გულგრილნი ძირეული გამანთავისუფლებელი მოძრაობების მიმართ, და აუცილებლად მიგვაჩნია გავუწიოთ აქტიური დახმარება ყველას, ვინც საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას გადაწყვეტს. ჩვენ ასევე ვუცხადებთ სოლიდარობას უცხოეთის ყველა დამოუკიდებელ სტუდენტურ პროფკავშირს და გამანთავისუფლებელ მოძრაობას. ავტორიტარიზმისგან განათლების განთავისუფლების საქმე ყველა ქვეყნის სტუდენტისთვის საერთოა.
ყოველდღიური საქმიანობა.
ჩვენს ყოველდღიურ მოქმედებებში ყურადღებას ვამახვილებთ შემდეგ მიმართულებებზე:
მონაწილეობა სტუდენტურ ბრძოლაში:
სტუდენტების უფლებების და ინტერესების დაცვა და გაფართოება (სწავლის პირობებბი, სტიპენდიები, სწავლის საფასური და ა.შ.)
ბრძოლა ადმინისტრაციის უფლებების შეზღუდვისთვის, საბოლოო ეტაპზე ადმინისტრაციის ჩანაცვლება სტუდენტურ-ლექტორული თვითმართველობით.
მონაწილეობა სოციალურ ბრძოლაში, რაც გულისხმობს:
ბრძოლა სიტყვის, პრესის, შეკრების, პიროვნების თავისუფლებისთვის და ა.შ.
ბრძოლა შოვინიზმის, ნაციზმის და სხვა ანტიჰუმანური მოძრაობების და მოვლენების წინააღმდეგ.
ამ მიმართულებებით ჩვენი მოქმედებების მეთოდები:
ჩვენი პოზიციის გავრცელება ბეჭვდითი და სიტყვიერი ფორმით, გაზეთების, ჟურნალების, პროკლამაციების გამოშვება, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა.
პირდაპირი მოქმედების აქციები:
პიკეტები, დემონსტრაციები, პასიური წინააღმდეგობა, გაფიცვები და ბრძოლის სხვა მეთოდები.
ალტერნატიული სოციალური ინსტიტუტების შექმნა.
გაუმარჯოს რეალურ თვითმართველობას!
თავისუფლება! თანასწორობა! სოლიდარობა!